მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავალუტო ფონდის მისიამ მუშაობა დაასრულა - მთავარი გზავნილები

სავალუტო ფონდის მისიის საგაზაფხულო ვიზიტის ფარგლებში მუშაობა დასრულებულია. ტრადიციული შემაჯამებელი პრესკონფერენცია IMF-ის წარმომადგენელთა, სების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან და ფინანსთა მინისტრთან ერთად დღეს შედგა. სსფ-ის მისია საქართველოში ფონდის IV მუხლის დებულების მიხედვით პერიოდულად ხორციელდება და მისი მიზანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის შეფასებაა. მისიის ფარგლებში მიმდინარე ვიზიტის შედეგებთან ერთად შეფასების გაზიარებისას შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ სუბირ ლალმა თქვა რომ სავალუტო ფონდი წელს საქართველოში 4.8%-ის ნაცვლად, 5.7%-ის ეკონომიკურ ზრდას ელოდება. მისი განმარტებით, სხვადასხვა პოზიტიური ფაქტორის, მათ შორის, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებამ ზრდის მოლოდინები გააუმჯობესა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები