გასულ კვირას ვაშინგტონში სავალუტო ფონდის წლიურ შეხვედრას საქართველოს მხრიდან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ნოდარ ხადურის მოადგილის გიორგი კაკაურიძის თქმით, შეხვედრები გაიმართა როგორც სავალუტო ფონდთან ისე მსოფლიო ბანკთან. შეხვედრაზე განხილული იქნა გარკვეული რეფორმები, რომელიც სახელმწიფო მართვის სექტორში მომდევნო ოთხწლიან პერიოდში უნდა გატარდეს.
"მსჯელობა ჯერ არ დამთავრებულა. მისია ჩამოვა წლის ბოლოს ან მიმდინარე წლის დასაწყიში და საბოლოოდ ვმუშაობთ რომ გვქონდეს შეჯერებული ახალი პროგრამა სავალუტო ფონდთან რომელიც ოთხწლიან პერიოდს მოიცავს.
არ აქვს მნშვნელობა ამას ძველი პროგრამის განახლებას დავარქმევთ თუ ახალ პროგრამას. მთავარია, რომ ოთხწლიანი პერიოდის პარამეტრები და ის ძირითადი რეფორმები უნდა გვქნდეს შეთანხმებული სავალუტო ფონდთან, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ეკონომიკური ზრდის დაჩქარება.
მთავარია ჩვენ გქვონდეს პროგრამა და რეფორმები რომელსაც მხარს დაუჭერს სავალუტო ფონდი. რეფორმები ეკონომიკურ ზრდაზე იქნება ორიენტირებული", - განაცხადა კაკაურიძემ.

























