"საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მიღებული ახალი პროგრამა არის მნიშნველოვანი პოლიტიკური გზავნილი ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ეკონომიკურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
"ამომრჩევლისთვის მიცემული ყველა წინასაარჩევნო დაპირება უკვე იმპლემენტირებულია საშუალოვადიან ბიუჯეტში. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა სრულად ეფუძნება მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმას და მას სრულად უჭერს მხარს", - დიმიტრი ქუმსიშვილი.
მინისტრის განცხადებითვე, ფისკალური რეფორმების 6 თვის შედეგების მიხედვით მაისში (პირველი სავადო), წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 120 მლნ ლარის რესურსი დარჩა კომპანიებში; ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარების მიმართულებით - ნაერთი ბიუჯეტიდან კაპიტალურ ხარჯებზე მიიმართა 1 143.8 მლნ ლარი, რაც გასული წლის მაჩვენებელს 269.7 მლნ ლარით (30.9 პროცენტით) აღემატება.

























