მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავალუტო ფონდმა გლობალური ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 3.1%-მდე შეამცირა;

ვაშინგტონში IMF-სა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში საერთაშორისო სავალუტო ფონდის განახლებული პროგნოზები წარადგინეს გლობალურ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით. ფონდი ვარაუდობს, რომ მიმდინარე წელს გლობალური ეკონომიკა 3.1%-ით გაიზრდება, რაც იანვარში გაკეთებულ პროგნოზთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია. პროგნოზის შემცირების მთავარი მიზეზი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომია. როგორია სავალუტო ფონდის განახლებული პროგნოზები და როგორ მიმდინარეობს IMF-სა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრები?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები