მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა

5c7792467ec2e
შოთა ტყეშელაშვილი
28.02.19 11:53
1522
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა. ფონდის მისიის მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, 2019 წლის განმავლობაში საქართველოში 4.6%-ის ეკონომიკური ზრდა ექნება, რაც 2018 წლის ოქტომბერში გაკეთებულ პროგნოზს - 4.78%-ს 0.18% პროცენტული პუნქტით ჩამოუვარდება. 

2018 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 4.8% შეადგინა, აღნიშნული ზრდაც IMF-ის მიერ პროგნოზირებულ 5.52%-ზე ნაკლები იყო. 

“2019 წელს მოსალოდნელია ეკონომიკის 4.6 პროცენტით ზრდა. მაღალი ხარჯები ინფრასტრუქტურაზე (2018 წლის ბოლოს გაწეული ხარჯების ჩათვლით) დააბალანსებს ნაკლებ პოზიტიური საგარეო გარემოს და კრედიტის დაბალი ზრდის გავლენას ეკონომიკაზე. ინფრასტრუქტურული ხარჯვის მატების პარალელურად უნდა გაუმჯობესდეს პროექტების შერჩევის და მართვის პრაქტიკა. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 8 პროცენტის დონეზეა მოსალოდნელი, მაღალი ექსპორტის და ფულადი გადმორიცხვების შედეგად. ეკონომიკურ პერსპექტივაზე მოქმედი დაღმავალ რისკებს შორისაა სავაჭრო პარტნიორების დაბალი ზრდა, საერთაშორისო სავაჭრო დაძაბულობა და კრედიტის ზრდის მოსალოდნელზე მეტად შენელება. საპასუხოდ საჭიროა გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა ეკონომიკური მდგრადობის გასაძლიერებლად და რეზერვების დასაგროვებლად, მოქნილი გაქცვლითი კურისის შენარჩუნებით."- წერია ფონდის მისიის შემაჯამებელ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები