მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა

5836809538991
BM.GE
24.11.16 09:52
3495
"შემცირებული გლობალური ეკონომიკური ზრდის კონტექსტში, საქართველოს ეკონომიკამ აჩვენა სიმტკიცე და აგრძელებს გაჯანსაღებას საგარეო შოკისგან, თუმცა უფრო ნაკლები ტემპით, ვიდრე ადრე იგეგმებოდა", წერს სავალუტო ფონდი საკუთარ პრესრელიზში.

წელს მშპ-ის რეალური ზრდა შეფასებულია 2.7%-ად და ინფლაცია 2%-ად, ხოლო მომავალ წელს ეკონომიკა 4%-ით გაიზრდება, ინფლაცია კი 3%-მდე.

ბოლო პროგნოზით, რომელიც ფონდმა წელს 14 ოქტომბერს გააკეთა, 2016 წელს საქართველოში 3.4%-იან, ხოლო მომავალ წელს 5.2%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდებოდა.

მისიას მერსედეს ვერა-მარტინი ხელმძღვანელობდა და სსფ-ის თანამშრომლები საქართველოში 15-დან 22 ნოემბრამდე იმყოფებოდნენ.

ახალ პრესრელიზში მისიის ხელმძღვანელის სახელით წერია, რომ მისიის წევრებმა საქართველოს ხელისუფლებასთან საშუალოვადიანი გეგმები განიხილეს, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის და დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმების ჩათვლით. ფონდის საიტზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში ვკითხულობთ, რომ საქართველოს მთავრობას ამბიციური ინფრასტრუქტურული გეგმის განხორციელება აქვს დაგეგმილი, რამაც ვაჭრობის და ტურიზმის განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი, საშუალოვადიანი ფინანსური მდგრადობის შენარჩუნებით. ხელისუფლება ასევე აპირებს სტრუქტურული რეფორმების ჩატარებას, რათა ხელი შეეწყოს შიდა დანაზოგების ზრდას, ეკონომიკის დივერსიფიკაციას და ეკონომიკაში ლარის გამოყენების გაფართოებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები