მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავალუტო ჯიხურებში რუსული რუბლის ბრუნვა გაიზარდა

633ea8da81389
BM.GE
06.10.22 14:40
1030
საქართველოს სავალუტო ჯიხურებში რუსული რუბლის ბრუნვა გაიზარდა - როგორც IDFI-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, 2022 წლის მეორე კვარტალში ქართულმა ჯიხურებმა 950 მილიონი რუბლი იყიდეს, რაც 45 მილიონი ლარის ტოლია. ეს თანხა წინა წელთან შედარებით სამჯერ მეტია.

“საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი კვარტალური მონაცემების მიხედვით რუსეთ უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოში ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში რუსული რუბლის ბრუნვის მაჩვენებლები. კერძოდ, 2022 წლის მეორე კვარტალში სართველოს ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა იყიდეს 949,8 მილიონი რუბლი (დღევანდელი კურსით დაახლოებით 45 მილიონი ლარის ან 16 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი რუბლი), ხოლო გაყიდეს 929,4 მილიონი რუბლი, რაც დაახლოებით სამჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

რუსეთის უკრაინის შეჭრის შემდეგ, სართველოს ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში რუსული რუბლის ბრუნვის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი ზრდის განმაპირობებელ ფაქტორად შესაძლებელია განხილული იქნას, რუსეთის მოქალაქეების მიერ ქვეყანაში რუსული რუბლის აქტიური შემოდინება, სანქციების მოსალოდნელი შედეგების გათვალისიწნებით რუსული რუბლით ვაჭრობის გააქტიურება და სხვა,”- ნათქვამია IDFI-ის მიმოხილვაში.

IDFI-ის თანახმად, 2022 წლის 24 თებერვლიდან 31 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს კომერციულ ბანკებში ანგარიში 45 ათასზე მეტმა რუსმა გახსნა.

ეროვნული ბანკის თანახმად, სულ რუსეთის მოქალაქეები ქართულ ბანკებში 1.8 მილიარდ ლარს ინახავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები