მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავალუტო პუნქტების უკანონოდ მოწყობისთვის ათი პირი დააკავეს - ამოღებულია 0.5 მლნ ლარი

636230e389efb
ინგა მურუსიძე
02.11.22 10:27
863
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინეს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ცხრა ფაქტი, რაზეც ათი პირი პასუხისგებაში მისცეს, - ამის შესახებ საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, აჭარის რეგიონში, სხვადასხვა ლოკაციაზე კანონდარღვევით მოწყობილი ჰქონდათ სავალუტო პუნქტები, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის გარეშე, ახორციელებდნენ სამეწარმეო საქმიანობას.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულ იქნა 550 000 ლარის ოდენობის ექვივალენტის უცხოური ვალუტა.

აღნიშნული სახის დანაშაული ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავისუფლების აღკვეთით 1-
დან 3 წლამდე ვადით“, - წერია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები