ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2023 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით 1.07 მლრდ ლარით (2.14%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.35%-ით გაიზარდა) და ნოემბრის ბოლოს 51.19 მლრდ ლარი შეადგინა.
ამასთან, როგორც ეროვნული ბანკის ანგარიშიდან ირკვევა, წინა თვესთან შედარებით 0.32 პროცენტული პუნქტით შემცირებულია სესხების ლარიზაციის წილი და ის 54.5%-ს შეადგენს. ლარიზაციის კლება გასული თვის განმავლობაში გააქტიურებულ სავალუტო დაკრედიტებას უკავშირდება.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, ნოემბერში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 422.98 მლნ ლარით (1.54%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 649.22 მლნ ლარით (2.87%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 1.13%-ით).
"რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2023 წლის ნოემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 8.29 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.94%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 14.51 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.37%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.61%-ით მეტი)", - ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.