1 იანვრიდან არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 400 000-დან 500 000 ლარამდე იზრდება. შესაბამისად, მოქალაქეებს და კომპანიებს, ვისაც ლარში აქვს შემოსავალი, ნახევარ მლნ ლარამდე სავალუტო სესხის აღება ეზღუდებათ. ამასთან, ოქტომბერში დეპოზიტების დოლარიზაციის ზრდის ფონზე, ეროვნულმა ბანკმა ბანკებისთვის უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი 5 პროცენტული პუნქტით გაზარდა. რატომ გახდა საჭირო დედოლარიზაციის მიმართულებით დამატებითი რეგულაციების შემოღება საჭირო, რა გავლენა ექნება ამ გადაწყვეტილებებს საფინანსო ბაზარზე და უშუალოდ საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვებზე, რომელიც სავალუტო ინტერვენციების ფონზე, ოქტომბრის მდგომარეობით, 4 მლრდ დოლარამდე იყო შემცირებული.
სტუმარი: მარიამ ხარაიშვილი - ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის ანალიზისა და მაკროფინანსური მოდელირების განყოფილების უფროსი