მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავალუტო სესხის აღება რთულდება, ბანკებისთვის სარეზერვო მოთხოვნები იზრდება - გავლენა ბაზარზე

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 1 იანვრიდან არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 400 000-დან 500 000 ლარამდე იზრდება. ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეებს და კომპანიებს, ვისაც ლარში აქვს შემოსავალი, ნახევარ მლნ ლარამდე სავალუტო სესხის აღება ეზღუდებათ. სებ-მა დღეს კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღო და დეპოზიტების დოლარიზაციის ზრდის ფონზე, ბანკებისთვის უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი 5 პროცენტული პუნქტით გაზარდა. საბანკო სექტორში აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილებებს გარკვეული გავლენა ექნება საპროცენტო განაკვეთებზე, სპეციალისტების ნაწილის შეფასებით, კი სებ-ის მიერ გაცხადებული მიზნის გარდა, სარეზერვო მოთხოვნების გაზრდა სავალუტო რეზერვების შევსებასაც ემსახურება. რა გავლენა ექნება ამ გადაწყვეტილებებს საფინანსო ბაზარზე და როგორც აფასებს მას საბანკო სექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები