მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავალუტო შემოდინებები ნორმალიზდება - თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

თიბისი კაპიტალი
BM. GE
21.08.23 15:33
18

ივლისის საქონლით საგარეო ვაჭრობის, ტურიზმის, მიგრაციისა და გზავნილების დინამიკა წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვან ნორმალიზებაზე მიუთითებს.  ამასთან, წმინდა შემოდინებები კიდევ უფრო მეტია, რაც ლარის კურსისათვის პოზიტიური ფაქტორია. ამის შესახებ თიბისი კაპიტალში აცხადებენ.

"თუმცა, დეპოზიტების სავალუტო კომპოზიციის განახლებული ყოველდღიური დინამიკა სენტიმენტების მნიშვნელოვან მერყეობას აჩვენებს. არახალია, რომ განსაკუთრებით მოკლევადიან პერიოდში, ლარის კურსზე ზემოქმედების კუთხით, ეს სავალუტო შემოდინებებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია.

მაშინ, როდესაც ტურიზმისა და მიგრაციის ოფიციალური სტატისტიკა მოგვიანებით გამოქვეყნდება, თიბისის არხებით განხორციელებული ტრანზაქციები აჩვენებს, რომ სავალუტო შემოდინებებში მიგრანტების წილი ბოლო პერიოდში მცირდება. ჩვენი აზრით, სამომავლოდ, ზრდის მდგრადობის კუთხით, ეს უფრო პოზიტიური გარემოებაა", - წერს თიბისი კაპიტალი.

ამასთან, გასულ კვირას ასევე გამოქვეყნდა სამუშაო ბაზრის მე-2 კვარტალის მაჩვენებლები, სადაც შემდგომი გაუმჯობესება იკვეთება.

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები