მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სავარაუდოდ, გარდაცვლილები არიან" - ვაჟა სირაძე სადგურის მოედანზე სახლის ჩამონგრევაზე

ვაჟა სირაძე

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „სადგურის მოედანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ნგრევის შედეგად სავარაუდოდ გარდაცვლილები არიან.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება ნგრევის ფაქტთან დაკავშირებით, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. ფაქტთან დაკავშირებით მყისიერად გამოცხადდნენ ადგილზე როგორც სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, ასევე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები საპატრულო პოლიციასთან ერთად.

გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ დაზუსტებულად ამ ეტაპზე არ გვაქვს ინფორმაცია, მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. მას შემდეგ რაც დავაზუსტებთ ინფორმაციას, აუცილებლად მოგახსენებთ”, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ე.წ. ვაგზლის მოედნის მიმდებარედ შენობის ნაწილი ჩამოინგრა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები