ქართულ ვებგვერდებზე ფართომასშტაბიანი ჰაკერული თავდასხმა ხორციელდება; სავარაუდოდ, ეს არის მიზეზი, რის გამოც, ტელეკომპანიების "იმედისა" და "მაესტროს" მაუწყებლობა შეფერხებულია.
“ქსელი არის პარალიზებული, ვერ ვიღებთ ვერანაირ სიგნალს, ვერ გავდივართ ეთერში, ვერ ვიყენებთ სამონტაჟო კომპიუტერებს. ვმუშაობთ, რომ ძალიან მალე დავბრუნდეთ ეთერში”, – აცხადებს ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ირაკლი ჩიხლაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროში BMG-ის განუცხადეს, რომ ათობით ვებგვერდზე მომხდარი კიბერშეტევის გამო, გამოძიება უკვე დაწყებულია.
შეგახსენებთ, რომ გათიშულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საზოგადოებრივი მაუწყებლის, სასამართლოების, საინფორმაციო ვებგვერდების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა უწყებების ვებ გვერდები.

























