სავარაუდოდ, პოლიციამ “TV პირველის“ ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი გაიტაცა - ონფორმაციას ტვ "პირველის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე ავრცელებს.
სავარაუდოდ, ის აქციიდან ბრუნდებოდა, როცა უცნობმა პირებმა სასტუმრო "რადისონთან" მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს.
ფაქტის ამსახველი ვიდეო თვითმხილველმა გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა.
"თბილისში ელბაქიძის აღმართის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს, ტელეკომპანია პირველის ახალი ამბების სამსახურის ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი. ლაშა საპროტესტო აქციის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც ის, სავარაუდოდ პოლიცილებმა გატაცეს. ტვ პირველის იურისტი ცდილობს დაადგინოს მომხდარის გარემოებები. ამ დროისთვის ჩვენთვის უცნობია ლაშა ჯიოშვილის ადგილსამყოფელი. - შს სამინსიტრო კავშირზე არ გამოდის. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყონებლივ გაათავისუფლოს ტვ პირველის ოპერატორი, - წერს "ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე.
შემთხვევა დღეს თბილისში, ელბაქიძის დაღმართის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.