მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სავიზო დეპოზიტის გადახდა არ მოუწევთ მსოფლიო ჩემპიონატის გულშემატკივრებს იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ჩემპიონატში ასპარეზობენ

დონალდ ტრამპი ჯანი ინფანტინო მსოფლიო ჩემპიონატი FIFA

აშშ-ის მიერ დაწესებული სავიზო დეპოზიტის გადახდა არ მოუწევთ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გულშემატკივრებს იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ჩემპიონატზე დასასწრებად აშშ-ში მიემგზავრებიან - ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

არსებული მდგომარეობით, სავიზო დეპოზიტის მოთხოვნის მქონე ის ქვეყნები, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობენ არიან - ალჟირი; კაბო ვერდე; კოტ დ'იუვარი; სენეგალი და ტუნისი.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გულშემატკივრებს იმისთვის, რათა 5,000; 10,000 და 15,000-ის სავიზო დეპოზიტი არ შეეხოთ, მსოფლიო ჩემპიონატის ბილეთი 15 აპრილის ჩათვლით უნდა ჰქონდეთ შეძენილი.

FIFA-ს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 2026 წლის 11 ივნისს იწყება. მას აშშ; კანადა და მექსიკა ერთობლივად მასპინძლობენ.

აშშ-ის სავზიტო დეპოზიტის მოთხოვნა მსოფლიოს სულ 50 ქვეყნისთვის აქვს დაწესებული, მათ შორისაა საქართველოც, რომლისთვისაც ეს მოთხოვნა 2026 წლის 2 აპრილს ამოქმედდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები