მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სავსეა სამყარო კარგი წიგნებით, რომელიც ყველას მოერგება" - დათო ტურაშვილის რჩევები საქართველოს ბანკის კამპანიის "ჩაინიშნე საკითხავი" ფარგლებში

ჩაინიშნე საკითხავი
25.07.24 15:07
49

წიგნის კითხვის სიყვარული, ხშირად, ჩვევის დაძლევით იწყება. სწორედ ამიტომ, მშობლები ცდილობენ, ბავშვებში ხელი შეუწყონ ამ ჩვევის გამომუშავებას, რაც დაეხმარება მათ, ლიტერატურულ თავგადასავლებში მოგზაურობა მათთვის საყვარელ საქმიანობად აქციონ.

სწორედ ეს იდეა იქცა საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის გუნდის შთაგონებად და ახალ კამპანიაში ითარგმნა.

მოსწავლეებსა და ახალგაზრდებში კითხვის პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის, უფრო მეტი შემეცნებისა და ზოგად განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის, საქართველოს ბანკი იდეათეკების კამპანიას „ჩაინიშნე საკითხავი და გახდი თანამგზავრი წიგნების სამყაროში” ახორციელებს.

კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ბანკი შესაძლებლობას აძლევს გამოცდილ და დამწყებ მკითხველებს, ლიტერატურულ სამყაროში მათთვის საყვარელ ხელოვნების სფეროს 7 წარმომადგენელთან ერთად იმოგზაურონ. ამისათვის, გუნდმა უნიკალური დიზაინის სანიშნი შექმნა ათი წიგნისთვის, რომელიც მკითხველს სხვადასხვა დარგის ინფლუენსერების კომენტარებს, მოსაზრებებსა და იდეებს უზიარებს და მათ ლიტერატურულ თავგადასავალში მეგზურობას უწევს.

„როგორც წიგნი ამდიდრებს და ავითარებს ადამიანის გონებას... შემოქმედებით, ანუ კრეატიულ ნიჭსა და უნარს, ისე სხვა - ვერაფერი. ამიტომ მგონია, რომ მთავარია, ჩვენ ეს უნარ-ჩვევები პატარაობიდანვე გვქონდეს, რომ წიგნის კითხვა შეგვიყვარდეს“, - ამბობს დათო ტურაშვილი, რომელიც ხელოვნების სფეროს შვიდ წარმომადგენელს შორის ერთ-ერთია.

მან საქართველოს ბანკის იდეათეკის კამპანიის ფარგლებში ორი წიგნი შეარჩია: ერიკ-ემანუელ შმიტის „ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი“ და ფრანსუა ვიიონის „მცირე ანდერძი, დიდი ანდერძი”.

„კარგი წიგნი ხომ იცით რომელია, რომ დაიწყებ და ვერ მოწყდები. ჩემი შერჩეული წიგნიც ისეთია, რომ ვერ მოწყდები. ამიტომ, ჩემი სურვილია, ყველამ წაიკითხოს, დიდებმაც და პატარებმაც, რომ იყვნენ იმაზე უკეთესები, ვიდრე ვართ“, - ამბობს დათო ტურაშვილი.

კამპანიის ფარგლებში, უნიკალური დიზაინის მქონე წიგნები საქართველოს ბანკის 23 იდეათეკაში განთავსდება. თუმცა, კითხვის მოყვარულთათვის, შეზღუდული დროითა და რაოდენობით extra.ge-სა და სულაკაურის გამომცემლობის თაროებზეც (ფიზიკურ და ონლაინ მაღაზიებშიც) იქნება ხელმისაწვდომი.

„ხშირად მეკითხებიან, რომელი წიგნიდან აჯობებს რომ დავიწყოთ კითხვა? ჰგონიათ, რომ რაღაც წიგნია ისეთი, ჯადოსნური, რომელსაც რომ წაიკითხავ, მერე კარგი მკითხველი გახდები. ეს სულ ფუჭი მცდელობაა, რომელიც არაფერში გამოადგებათ. უფროსები რომ ეჩხუბებიან ბავშვებს, „როგორ შეიძლება ეს წიგნი არ გქონდეს წაკითხული?“ ძალიან კარგადაც შეიძლება. მთავარია, სულ იკითხო და თუ არ მოგწონს, არ განიჭებს სიამოვნებას, დახურე იმ წუთში და გადაშალე სხვა. ამით იმის თქმა მინდა, რომ წიგნის არ უნდა გვეშინოდეს, პირიქით... სავსეა სამყარო კარგი წიგნებით, რომელიც ყველას მოერგება“, - ამბობს დათო ტურაშვილი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი იდეათეკების პროექტს 2019 წლიდან ახორციელებს. ეს არის მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც მოსწავლეებისთვის ქმნის ახალი აღმოჩენების, შემეცნებისა და განვითარების შესაძლებლობას. სწორედ ამ მიზნით, ყოველი იდეათეკა აღჭურვილია მრავალფეროვანი ბიბლიოთეკით, განათლების მისაღებად საჭირო თანამედროვე ინსტრუმენტებით – კომპიუტერებით, პროექტორით და STEM კუთხით. შედეგად, დღეს საქართველოს ბანკის იდეათეკა საქართველოს 10 რეგიონის 23 სკოლაში ფუნქციონირებს და 12 000-ზე მეტ ახალგაზრდას აძლევს წვდომას შემეცნებისა და აღმოჩენებისთვის საჭირო ყველა საგანმანათლებლო ინსტრუმენტზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები