სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის შედეგად ფერმერებმა 9 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს. სააგენტოს ცნობითვე, სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამმუშავებელმა საწარმოებმა 35 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს. შედეგად, 9 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, მათ შორის, სახელმწიფო სუბსიდია 3,5 მლნ ლარს აღემატება.
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა სექტემბრიდან ამოქმედდა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სუბსიდია 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრს შეადგენდა. პროგრამაში ჩართვა ხილის გადამმუშავებელ ყველა იმ საწარმოს შეეძლო, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 22 თეთრად შეისყიდდა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტულ ვაშლს ხილის გადამმუშავებელი 13 საწარმო იბარებდა შიდა ქართლის, კახეთის, მცხეთა- მთიანეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში.

























