მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საწოლფონდი პაციენტებით სრულად გაჯერებულია... მდგომარეობა საკმაოდ რთულია“ - მინისტრი

611b679faab0b
ვიქტორია მღებრიშვილი
17.08.21 11:47
1099
ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ საქართველოში კოვიდ-19-ის ჰოსპიტალური მართვის მაჩვენებლებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მდგომარეობა საკმაოდ რთულია, თუმცა არც ერთი პაციენტი, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებოდა, უყურადღებოდ არ დარჩენილა.

„საწოლფონდთან მიმართებაში მდგომარეობა საკმაოდ რთულია. საწოლფონდი სრულად გაჯერებულია პაციენტებით, თუმცა იცით, რომ ჩვენ გამოვიყენებთ არაერთ მეთოდს, რის საშუალებითაც ვახდენთ პაციენტების აქტიურ მართვას ჰოსპიტალურ სექტორში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დღემდე არც ერთი პაციენტი ჰოსპიტალში განთავსების გარეშე არ დარჩენილა, ვგულისხმობ იმ პაციენტებს, რომლებსაც სტაციონარში მკურნალობა კლინიკურად ესაჭიროებათ.

დღეისთვის ჩვენ კოვიდ-ინფიცირების 52 000-ზე მეტი აქტიური შემთხვევა გვაქვს და მათი ძირითადი ნაწილი ოჯახის ექიმების მხრიდან ბინაზე იმართება, 3 500-მდე ადამიანი არის სასტუმრო სექტორში განთავსებული, ხოლო დანარჩენი მკურნალობას ჰოსპიტალში გადის. ამ მხრივ მდგომაროება საყურადღებოა, რადგან 1 500-ზე მეტი პაციენტი ინტენსიურ საწოლზე მკურნალობს, ხოლო 500 პაციენტი რეანიმაციულ საწოლზე მკურნალობას გადის“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები