მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საწვავი 2-5 თეთრით გაძვირდა

5adf25e6d105c
ელენე გოგბერაშვილი
24.04.18 16:39
633
ბოლო რამდენიმე დღეა საწვავი როგორც ბრენდირებულ, ისე არაბრენდირებულ საცალო ქსელში 2-5 თეთრით გაძვირდა. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში ამბობენ, მიზეზი საერთაშორისო ბაზარზე ნავთობზე ფასის ზრდა და ბოლო პერიოდში დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურებაა.

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ბარელი ნავთობის ფასი 64-66 დოლარიდან 75 დოლარამდე გაიზარდა. როგორც ნავთობ იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი BM.GE-თან აცხადებს, 2014 წლის ნოემბრის შემდეგ ასეთი მაღალი ფასი ჯერ არ დაფიქსირებულა.

"ბოლო თვენახევარია გლობალურ ბაზრებზე საწვავის ფასი მატულობს. მიუხედავად ამისა, მარტში ლარი გამყარდა და საცალო ქსელში ფასების შემცირება მოხდა საშუალოდ 5 თეთრით. რაც შეეხება აპრილის თვეს, ნავთობზე ფასის მატება გაგრძელდა, თუმცა ლარმა დოლართან მიმართულებით გაუფასურება დაიწყო, ეს კი საკმაოდ უარყოფით მომენტს ქმნის, რადგან საწვავის ფასი დამოკიდებულია სწორედ ამ ორ ინდიკატორზე. ამ ფაქტორებმა გამოიწვია, რომ რამდენიმე დღის უკან მოხდა ფასების კორექტირება და ფასების მატება დაფიქსირდა 2-5 თეთრის ფარგლებში’’-აცხდებს ვანო მთავრალაშვილი.

მათ, ვისაც საწვავზე ფასი არ გაუზრდია, აცხადებენ, რომ თუ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობზე ფასის ზრდა გაგრძელდა და ლარი დოლართან მიმართებაში მყარ პოზიციებს ვერ შეინარჩუნებს, მათაც მოუწევთ ზრდის მიმართულებით ფასების დაკორექტირება.

"პლატცის ღირებულება გაიზარდა, ლარი არ გაუფასურებულა კატასტროფულად, თუმცა ამან გამოიწვია ის, რომ გარკვეულმა ბრენდებმა რამდენიმე თეთრით მოამატეს ფასები. ჩვენ ამ ეტაპზე არ გაგვიზრდია საწვავის ფასი, თუმცა ეს ყველაფერი ასე თუ გაგრძელდა ჩვენი მარაგები ამოიწურება და ახალი იმპორტის განხორციელებისას თვითღირებულება ბევრად მაღალი იქნება ვიდრე ამ ეტაოზეა. თუ ასე გაგრზელდა მოიმატებს ჩვენთანაც ფასი 5 თეთრამდე’’-აცხადებს ,,ფრეგოს’’ გენერალური დირექტორი, რუსუდან რამაზაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები