მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საწვავი ორ თვეში 8-10 თეთრით გაძვირდა

5be0104255967
ელენე გოგბერაშვილი
05.11.18 13:39
597
ქართულ საცალო ქსელში ნავთობპროდუქტებზე ფასი ბოლო წლების ისტორიულ მაქსიმუმზეა. ბრენდირებულ სადგურებზე საწვავის ღირებულება 2,31-2,72 ლარამდე მერყეობს. საწვავის ფასს ორი ძირითადი ფაქტორი განსაზღვრავს. ერთი შესასყიდი ნავთობპროდუქტების ღირებულება საერთაშორისო ბაზარზე და მეორე, ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში.

როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი, ვანო მთავრალაშვილი bm.ge-თან განმარტავს, სექტემბერიდან მოყოლებული საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზე დაფიქსირდა, ამავე პერიოდში გაუფასურდა ლარიც, რამაც ერთობლიობაში გამოიწვია ის, რომ ბოლო ორ თვეში საქართველოში საცალო ქსელში საწვავზე ფასმა საშუალოდ 8-10 თეთრით მოიმატა.

“საწვავის ფასი მხოლოდ საქართველოში არ არის მაღალი. აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში, რომელიც იმპორტზეა დამოკიდებული ფიქსირდება რეკორდულად მაღალი ფასები. საქართველოში საწვავზე ერთ-ერთი საშუალოდ დაბალი ფასია რეგიონში.

რაც შეეხება იმას, თუ რამ განაპირობა ფასის ცვლილება, აქ არის ორი მთავარი ფაქტორი. ერთი ის, რომ საერთაშორისო ბაზარზე ბოლო წლების ყველაზე მაღალ ნიშნულზე ავიდა ფასი და მეორე ლარის გაცვლითი კურსი, რომელიც ერთ-ერთ მაღალ ნიშნულზეა. შესაბამისად ამ ორი კომპონენტის ერთობლიობამ განაპირობა ის, რომ ჩვენთან ფასები ბოლო პერიოდში საშუალოდ 8-10 თეთრით არის გაზრდილი“-აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.

ნავთობიმპორტიორი კომპანიების ნაწილი საწვავზე ფასების მორიგ მატებას არ გამორიცხავენ. როგორც „ვისოლის“ გენერალური დირექტორი, ვასილ ხორავა აცხადებს, თუ საერთაშორისო ბაზარზე ფასების ზრდის ტრენდი გაგრძელდა და ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში არ დასტაბილურდა, საწვავის გაძვირება გარდაუვალი იქნება.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საერთაშორისო ბაზარზე ბოლო დღეებია ნავთობპროდუქტების ფასი მცირდება. ამ პერიოდში ბარელი ბავთობის ღირებულება 85 დოლარიდან 74 დოლარამდე შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები