,,ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის" განცხადებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი გაიზარდა 0,01 ევროთი/ლიტრაზე და შეადგენს საშუალოდ 1,14 ევროს/ლიტრაზე.
ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნიდერლანდებში, ნორვეგიასა და იტალიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს. კერძოდ, ნიდერლანდებში სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,68 ევროს (დაახლოებით 4,04 ლარი (საქართველოში არსებული დღევანდელი გაცვლითი კურსით), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,60 ევროს (დაახლოებით 3,85 ლარი), დიზელის საწვავი - 1,23 ევროს (დაახლოებით 2,96 ლარი); ნორვეგიაში სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,73 ევროს (დაახლოებით 4,16 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,62 ევროს (დაახლოებით 3,90 ლარი), დიზელის საწვავი - 1,44 ევროს (დაახლოებით 3,46 ლარი); იტალიაში სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,61 ევროს (დაახლოებით 3,87 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,54 ევროს (დაახლოებით 3,71 ლარი), დიზელის საწვავი - 1,41 ევროს (დაახლოებით 3,39 ლარი).
ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: სუპერი ტიპის ბენზინის ფასი - 0,58 ევრო (დაახლოებით 1,40 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,51 ევრო (დაახლოებით 1,23 ლარი), დიზელის საწვავი - 0,48 ევროს (დაახლოებით 1,16 ლარი).
ასევე უნდა აღინიშნოს საწვავის ფასი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, როგორებიც არიან სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდავეთი. კერძოდ, სომხეთში - 1 ლიტრი სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 0,79 ევროს (დაახლოებით 1,90 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,76 ევროს (დაახლოებით 1,83 ლარი), დიზელის საწვავი - 0,70 ევროს (დაახლოებით 1,68 ლარი); აზერბაიჯანში - სუპერი ტიპის ბენზინის ფასი - 0,61 ევროს (დაახლოებით 1,47 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,56 ევროს (დაახლოებით 1,35 ლარი) - ამ ორივე პროდუქტს აზერბაიჯანი არ აწარმოებს და ის ევროპიდან იმპორტირებულია, ადგილობრივი წარმოებული დიზელის საწვავი - 0,35 ევროს (დაახლოებით 0,84 ლარი); უკრაინაში - სუპერი ტიპის ბენზინის ფასი - 0,81 ევროს (დაახლოებით 1,95 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,78 ევროს (დაახლოებით 1,88 ლარი), დიზელის საწვავი - 0,67 ევროს (დაახლოებით 1,61 ლარი); მოლდავეთში - სუპერი ტიპის ბენზინის ფასი - 0,73 ევროს (დაახლოებით 1,76 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,70 ევროს (დაახლოებით 1,68 ლარი), დიზელის საწვავი - 0,58 ევროს (დაახლოებით 1,40 ლარი).
რაც შეეხება საქართველოს საცალო ქსელს, ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე 1 ლიტრი საწვავის საშუალო ფასები შეადგენს: სუპერი ტიპის ბენზინი - 1,73-1,93 ლარი; პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,63-1,77 ლარი; რეგულარის ტიპის ბენზინი - 1,44-1,70 ლარი; დიზელი ლ-62 - 1,42-1,54 ლარი; ევრო დიზელი - 1,43-1,69 ლარი. ხოლო არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი 10-15 თეთრით ნაკლებია ლიტრაზე.

























