მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საწვავის ფასმა 3-5 თეთრით მოიმატა

5b2b691920aa7
თამუნა დემეტრაშვილი
21.06.18 13:00
785
ბენზინგასამართ სადგურებში ბენზინის ფასი საშუალოდ 3-5 თეთრით გაიზარდა. როგორც bm.ge-ს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში განუცხადეს, ბოლო დღეებში ფასები ოპერატორებმა ყველა სახის პროდუქტზე გაზარდეს, ამის მიზეზი კი საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასების ზრდა სახელდება.

,,საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე „S&P Global Platts“- ის მიხედვით მარტის თვიდან დღემდე გაზრდილია საშუალოდ 90 - 100 დოლარით/ტონაზე ანუ 17-18%-ით.

ბენზინის შემთხვევაში 600 დოლარიდან 700 დოლარამდე, დიზელის საწვავის შემთხვევაში კი 560 დოლარიდან 645 დოლარამდე ანუ 15%-ით. ფასების მატებამ პიკს მაისში მიაღწია, როდესაც ბენზინის საშუალო ფასმა თვის განმავლობაში შეადგინა 730 დოლარი/ტონაზე, ხოლო დიზელზე - 680 დოლარი/ტონაზე.“-განაცხადეს იმპორტიორთა კავშირში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები