პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ეკოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად დაბალი სტანდარტების ავტომობილების იმპორტის აკრძალვა, საწვავის ხარისხის მოთხოვნებისა და ტექდათვალირების მოთხოვნების გამკაცრება დაანონსა.
საწვავის ხარისხობრივი მაჩვენებელი რომ გასაუმჯობესებელია, ამაზე ნავთობიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელიც მიუთითებს. ვანო მთვრაშვილი ამბობს, რომ მთავრობამ უნდა შექმნას ეფექტური კონტროლის მექანიზმი, რათა საწვავის ხარისხობრივ მაჩვენებლთან შესაბამისობა საბაჟოდან ქსელში მოხვედრამდე ციკლში გაკონტროლდეს.
"საწვავის ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესება უნდა ხდებოდეს. გარდა ამისა, რა პროდუქტი იყიდება, რამდენად შეესაბამება ხარისხობრივ მაჩვენებლებს, ამის შესაბამისობის შესწავლა უნდა ხდებოდეს. ეს არის ეფექტური, მოქნილი კონტრლის მექანიზმის შემუშავება, დაწყებული საბაჟოდან დამთავრებული საცალო ქსელში. ეს უნდა იყოს ყოვლისმომცველი კონტროლი. ხარისხის კონტროლი უნდა იყოს უფრო ეფექტური, უფრო ყოვლისმომცველი და ხშირი“-აცახდებს მთვრალაშვილი.
როგორც ცნობილია, საწვავის ხარისხობრივ ნორმებთან შესაბამისობას გარემოს დაცვის სამინისტრო ამოწმებს. მათ მიმდინარე წელს მხოლოდ ერთი კომპანიის- „გალფის“ საწვავის სტანდარტებთან შესაბამისობა შეამოწმეს, თუმცა დარღვევები აღებულ ნიმუშებში არ აღმოჩნდა.
"იმ ბიუჯეტიდან და შესაძლებლობიდან გამომდინარე, რაც აქვს გარემოს დაცვის სამინისტროს, ასრულებს ამ ვალდებულებას, თუმცა სასურველია, რომ კონტროლი იყოს უფრო ყოვლისმომცველი, შეეხოს ყველა კომპანიას და იყოს უფრო ხშირი“-აცხადებს bm.ge-თან ვანო მთვრალაშვილი.

























