"საწვავის ხარისხის პრობლემა ძირითადად არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებშია", - ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტს" ნავთობიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვანო მთავრალაშვილმა განუცხადა. როგორც მთავრალაშვილი ამბობს, გარემოს დაცვის სამინისტრომ საწვავის ხარისხის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში უკვე მოახდინა დაახლოებით 10 ნავთობიმპორტიორის შემოწმება, თუმცა დარღვევებია არ გამოვლენილა.
"დაახლოებით 10 კომპანია შემოწმდა. არსად აღმოჩენილა, რომ რომელიმე მათგანის საწვავის ხარისხი მთავრობის შესაბამისი დადგენილების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს", - აცხადებს მთვრალაშვილი. მისი თქმით, საწვავის ხარისხთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს, თუმცა ძირითადად პრობლემები არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებშია. ნავთობიმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, მონიტორინგის პროცესი გრძელდება და გარემოს დაცვის სამინისტროსთან ამ მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობენ.
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად საწვავის ხარისხი სახელდება. პრობლემის გადაწყვეტის მიზნით, სამინისტრომ საავტომობილო საწვავის ეკომარკირების პროექტი უკვე დაიწყო, რომლის მიზანი ბაზარზე ეკოლოგიურად სუფთა საწვავის ზრდის ხეშეწყობაა.

























