მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საწყობის პროცესების გაციფრულება და ავტომატიზაცია Global Pharma Solutions-ში

649428ae2f542
BM.GE
23.06.23 09:00
691
ქართულმა კომპანია Global Pharma Solutions-მა, რომელიც სამედიცინოს სფეროს კომპანიებს თანამედროვე სასაწყობე სერვისს (ე.წ. 3PL სერვისი) სთავაზობს, საწყობის პროცესების გაციფულება და ავტომატიზაცია განახორციელა.

Global Pharma Solutions-ის პროცესების პროცესების შესწავლის შემდეგ, BDO Digital-ის გუნდმა კომპანიას ნიდერლანდური კომპანია Devanti Group-ის მიერ შექმნილი საწყობის მართვის სისტემა (WMS) Corax-ი შესთავაზა. სისტემის დანერგვა 2022 წლის ივნისში დასრულდა. შესაბამისად, Global Pharma Solutions-ის საწყობში ყველა პროცესი არის გაციფრულებული და თანამედროვე სისტემაში ავტომატიზებული.

სისტემის დანერგვის შემდეგ, საწყობში პროდუქციის მიღება-განთავსება-აგროვების პროცესები სრულად ავტომატიზებულია. შედეგად, საწყობის ფართი მაქსიმალურად ოპტიმიზებულია, ხოლო პროდუქციის აგროვების პროცესის ხანგრძლივობა მინიმუმამდეა დაყვანილი.

პროგრამის ინტერფეისი ინტუიტიური და მარტივად გამოსაყენებელია. ახალი თანამშრომელი მის ათვისებას მოკლე დროში ახერხებს. მარტივ ინტერფეისს ასევე მინიმუმამდე დაჰყავს ადამიანური შეცდომების შემთხვევები.

Corax WMS მარტივად ინტეგრირებადია სხვა სისტემებთან და API-ის საშუალებით, Global Pharma Solutions-ი BI სისტემასთან ინტეგრაციას აპირებს, რაც კომპანიას სრულყოფილი რეპორტინგის საშუალებას მისცემს.

პროექტის შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად, გადადით ბმულზე.

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები