სახალხო აფთიაქმა, როგორც თავისი ფარმაცევტების უსაფრთხოებისთვის, ისე მომხმარებლებისთვის კომპანია "ზომას" პირბადეების წარმოება დაუკვეთა.
"ზომამ" ოპერატიულ რეჟიმში პირველ ეტაპზე საცდელად 1500 ცალი პირბადე უკვე დაამზადა და წარმოებას აგრძელებს. „სახალხო აფთიაქმა“ ქსელის მომარაგება უკვე დაიწყო და პირბადეების პირველი ,,პარტია" სტეფანწმინდაში გაგზავნა, სადაც სხვა სააფთიაქო ქსელი არ არის. ეტაპობრივად ქვეყნის მასშტაბით ყველა ფილიალში მოხვდება. რისკ ჯგუფებისთვის ისინი საჩუქრადაც გაიცემა.
პირბადეები დამზადებულია სტანდარტების დაცვით, არის მრავალჯერადი გამოყენების. ამისთვის უნდა გაირეცხოს თბილ საპნიან წყალში, გაშრეს და ცხელი უთოთი გაუთავდეს.
სახალხო აფთიაქს 60-მდე აფთიაქი აქვს ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ტერიტორიულად დაშორებულ, საზღვრისპირა რეგიონებში.
NS