სახალხო დამცველის აპარატი ახალ მისამართზე გადადის. უწყებისთვის ქირის გამოყოფის საკითხი მთავრობამ უკვე დაამტკიცა. სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე იმედოვნებს, რომ სამომავლოდ აპარატს მუდმივი სამუშაო ადგილი ექნება.
"საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა სახალხო დამცველის აპარატისი ქირით უზრუნველყოფის საკითხი. ამ დროისთვის ჩვენ შიდა პროცედურებს ვაწარმოებთ, იმისთვის, რომ დროულად მოხდეს თანამშრომლების ალტერნატიულ სივრცეში განთავსება. ეს სივრცე არის დროებითი და სამომავლოდ ძალიან მნიშვნელოვანია სახალხო დამცველს ჰქონდეს მუდმივი სარგებლობის შენობა. თუ რა მისამართზე გადავალთ ეს ჯერჯერობით შეთანხმების პროცესშია", - აცხადებს BMG -სთან ეკატერინე სხილაძე სახალხო დამცველის მოადგილე.
შეგახსენებთ, რომ ავარიულ მდგომარეობაში მყოფ სახალხო დამცველის აპარატის შენობას ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დაუდგინდა მესამე ხარისხის დაზიანება. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი საგანგებო რეჟიმზე იყო გადასული და 2018 წლის 2 ივლისამდე შეჩერებული ჰქონდა სამუშაო პროცესი.

























