მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახალხო დამცველის აპარატს თანამშრომელთა დაზღვევაზე გამოცხადებული ტენდერის პირობების გადახედვა მოუწევს

5c3d9133e007f
თამუნა დემეტრაშვილი
15.01.19 13:55
589

სახალხო დამცველის აპარატს თანამშრომელთა დაზღვევაზე გამოცხადებული ტენდერის პირობების გადახედვა მოუწევს სახალხო დამცველის აპარატს თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევაზე გამოცხადებული ტენდერის პირობების გადახედვა მოუწევს.

შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭომ სადაზღვევო კომპანია ,,საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ სარჩელი საფუძვლიანად მიიჩნია.

საუბარია, სატენდერო დოკუმენტაციის ჩანაწერზე, რომლითაც სახალხო დამცველის აპარატი, მონაწილე კომპანიებისაგან მუშაობის 4 წლიან გამოცხდილებას ითხოვს.

,,საქართველოს სადაზღვევო ჯგუფში“ მიიჩნიეს, რომ ასეთი შეზღუდვა დისკრიმინაციული იყო და კომპანიებს შორის კონკურენციას ზღუდავდა.

დავების საბჭო ომბუდსმენის 2017 წლის განმარტებას დაეყრდნო, რომელშიც აღნიშნულია, რომ სადაზღვევო კომპანიების მუშაობას და მათ ფინანსურ მდგრადობას, ზედამხედველობის სამსახური აკონტროლებს, ლიცენზია კი, რომელსაც აღნიშნული უწყება გასცემს, კომპანიებს სადაზღვევო ბაზარზე ოპერირების უპირობო უფლებას აძლევს.

"ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის დროს შემსყიდველთა მხრიდან ტენდერის პირობად სადაზღვევო სფეროში გამოცდილების არსებობის დადგენა დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან", - ნათქვამია საბჭოს გადაწყვეტილებაში.

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის აპარატმა, 155 თანამშრომლისა და მათო ოჯახის წევრებზის სამედიცინო დაზღვევაზე ტენდერი დეკემბრის თვეში გამოაცხადა. კონკურსში საკუთარი წინადადება 3 სადაზღვევო კომპანიას აქვს წარდგენილი. ესენია, პე ეს პე დაზღვევა, ,,ალფა“ და ,,პრაიმი“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები