მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე ჯარიმები, ზოგ შემთხვევაში, 1000%-ით იზრდება"

5aeac6dd3f6d2
თელარა გელანტია
03.05.18 12:13
614
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელ გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე ჯარიმები, ზოგ შემთხვევაში, 1000%-ით იზრდება.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემის რეფორმის ფარგლებში იზრდება სახანძრო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების ჩამონათვალი.

„კანონის მიღების შემთხვევაში, სახანძრო ზედამხედველობა გავრცელდება საზოგადოებრივი თავშეყრის ყველა ობიექტზე. ეს იქნება სასტუმროები, სავაჭრო-ცენტრები, კლუბები, საცხობის ობიექტები. ასევე, მნიშვნელოვნად იზრდება ადმინისტრაციული ჯარიმები და პასუხისმგებლობა სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე. მოქმედი კანონით არაადეკვატურად დაბალი ფულადი ჯარიმებია. რიგ შემთხვევებში ობიექტების მეპატრონეებს ურჩევნიათ გადაიხადონ ჯარიმები, ვიდრე გამოასწორონ სახანძრო უსაფრთხოების სისტემა. ჩვენ გარკვეულ შემთხვევებში 1000%-თაც კი გავზარდეთ ფულადი ჯარიმები და ვფიქრობ, ეს საკმაოდ დიდ ეფექტს გამოიღებს“, - განაცხადა მღებრიშვილმა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები