ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 30 050 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.490 პროცენტით, მაქსიმალური 7.650 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.555 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონური განაკვეთი 11.750პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

























