მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

56bb111d834df
BM.GE
10.02.16 14:28
1279
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
 
ეროვნული ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 40 700 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 12.890 პროცენტით, მაქსიმალური 14.110 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 13.884 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური განაკვეთი 13.750 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები