მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 45 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

5819b68476f75
BM.GE
02.11.16 13:41
1210
2016 წლის 2 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 45 მილიონი ლარის ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 68 750 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.000 პროცენტით, მაქსიმალური 7.250 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.216 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური განაკვეთი 6.750 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები