ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დღეს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 129 500 000 ლარი.
მინიმალური საპროცენტო განაკვეთი - 6.5%-ით, მაქსიმალური - 6.54-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.514%-ით განისაზღვრა.

























