მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელისუფლებო პიარის თანამშრომლებზე 140 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა

BM.GE
03.12.21 18:45
494
გეტყვით, რომ 2013-2020 წლებში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში სახელმწიფო უწყებებში პიარ-სამსახურებში დასაქმებული თანამშრომლების ანაზღაურებისთვის ბიუჯეტიდან 140.5 მლნ ლარი დაიხარჯა, - შესაბამის ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აქვეყნებს. ყველაზე დიდი მოცულობის თანხა პიარ სამსახურებში დასაქმებულებს  2016 წელს  გადაუხადეს და ამ წელს ამ მიმართულებით გაწეულმა ხარჯებმა თითქმის 20 მილიონი ლარი შეადგინა. პიარმენეჯერების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მხარჯველიც და დამსაქმებელიც თბილისის მერიაა, სადაც მხოლოდ 2020 წელს პიარ სამსახურებში დასაქმებულ კადრებს თითქმის ორ მილიონ ლარამდე გადაუხადეს. რა პასუხი აქვს თბილისის მერს და რით ხსნის ის თავისის უწყების პიარსამსახურებში დასაქმებული ადამიანების ანაზღაურების მოცულობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები