პირველი-მეექვსე კლასების მოსწავლეთა სახელმძღვანელოებზე გრიფირების პროცესი 31 მაისს დასრულდება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, გრიფირების მინიჭებაზე 25 განმცხადებლის მიერ 112 განაცხადია შესული.
სამინისტროს გაცხადებული პოზიციის თანახმად, სკოლები სასწავლო წიგნებს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან თავიანთი სურვილის მიხედვით აირჩევენ. აღნიშნული პროცედურების შემდეგ წიგნები დაიბეჭდება და ქვეყნის მასშტაბით ყველა საჯარო სკოლაში დარიგდება.

























