Black Sea Arena ანაკლიაში ღონისძიებების ორგანიზებას იწყებს, - ამის შესახებ bm.ge-ს Black Sea Arena-ს დირექტორმა ანა კავლელიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, „ბლექ სი არენა“ ელექტრონული მუსიკის სფეროს პროფესიონალებთან ერთად, ანაკლიაში 2018 წლის ზაფხულის გარდამავალ სეზონს გაუწევს ორგანიზებას. კითხვაზე რას ნიშნავს გარდამავალი სეზონი, ანი კავლელიშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო გეგმავს გადამავალი სეზონის შემდეგ ანაკლიაში ელექტრონული ფესტივალების ხელშეწყობის ხანგრძლივი პროგრამის განხორციელებას.
„ელექტრონული ფესტივალები იქნება კარგი სტიმული ანაკლიის, როგორც კურორტის განვითრებისთვის“, - განაცხადა კავლელიშვილმა.
რაც შეეხება იმას თუ ვინ მიიღებს მონაწილებას წლევანდელ ელექტრონულ ფესტივალებში, კავლელიშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს.
„ძალიან მალე გვეცოდინება არტისტების და ჯგუფების ვინაობა. ერთი რამ რაც შემიძლია ზუსტად ვთქვა არის ის, რომ ჟანრი არ იცვლება. ანაკლიაში ჩატარდება მუსიკალური ფესტივალები“.
რაც შეეხება საკითხს დაუჭერს თუ არა Gem Fest-ს მხარს სახელმწიფო, მისი ინფორმაციით, სახელმწიფო ემიჯნება ფესტივალს მიმდინარე პროცესების გამო.
ამასთან, წლევანდელი Check In Georgia-ს ფარგლებში სახელმწიფო მხარს დაუჭერს ორ ახალ ფესტივალს - 4GB და Open Air.

























