მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახელმწიფო ანაკლიის პორტის პროექტში 100 მილიონი დოლარის საკრედიტო ხაზს გამოყოფს

584ff69ac8b2d
BM.GE
13.12.16 17:24
1468
სახელმწიფოსა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის დადებული საინვესტიციო ხელშეკრულებით ანაკლიის პორტის პროექტისთვის სახელმწიფომ უნდა განახორციელოს პორტამდე მისასვლელი გზის ინფრასტრუქტურისა და სარკინიგზო ხაზის გაყვანის სამუშაოები. ინფრასტრუქტურის გარდა, სახელმწიფო კონსორციუმს 52 წლის ვადით გადასცემს მიწის ნაკვეთს, სადაც პორტი განთავსდება. რაც შეეხება კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს, მომავალი წლის ზაფხულამდე, სახელმწიფო ვალდებულია მოსახლეობისგან გამოისყიდოს აღნიშნული ტერიტორია, რომ კონსორციუმმა სამშენებლო სამუშაობი დაიწყოს. გარდა ამისა, როგორც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ხელმძღვანელი "ბიზნესკონტრაქტთან" აცხადებს, სახელმწიფო აღნიშნულ პროექტში საკრედიტო ხაზს გამოყოფს, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებენ.

"ჩვენი ინფორმაციით, ინფრასტრუქტურაში სახელმწიფო 100-120 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ასევე დამატებით გამოყოფილია 100 მილიონი დოლარის საკრედიტო ხაზი. ესეც საჭიროების შემთხვევაში, უცხოელი ინვესტორებისთვის ოპერატორის რისკების დაზღვევის მიზნით. ეს იქნება უფრო ძვირი, ვიდრე ის საბანკო სესხები, რომელსაც მოიძიებს კონსორციუმი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან", - აცხადებს ლევან ახვლედიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები