განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზრდასრულთა არაფორმალური განათლების აღიარებას გეგმავს. „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტში განიხილავენ. არაფორმალური განათლება ფორმალური საგანმანათლებლო სისტემის გარეთ ხორციელდება. ის მოიცავს ზრდასრულთა განათლებას, სამუშაო ადგილზე მიმდინარე საგანმანათლებლო პროგრამებს, ონლაინ და დისტანციურ სწავლებას ან სათემო დონეზე ორგანიზებულ კურსებს, რომელსაც სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებიც ახორციელებენ.
"არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარებისათვის საჭირო პროცესების ადმინისტრირება და ადამიანური რესურსების უზრუნველყოფა დაკავშირებულია გარკვეულ ხარჯებთან საწყის ეტაპზე, აღნიშნული განხორციელდება ბენეფიციართა თვითდაფინანსებით, ამასთან სახელმწიფო პოლიტიკისა და პრიორიტეტების შესაბამისად შესაძლებელია გარკვეული პროფესიების დაფინანსება სახელმწიფოს მიერ. კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე, კერძოდ კანონპროექტით განსაზღვრული რიგი ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება/განხორციელდება „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში", - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.