მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო „ბასტი ბუბუს“ პანდემიის დროს დაგროვილი იჯარის თანხის გადახდას სთხოვს

5f76d0a054111
ვიქტორია მღებრიშვილი
02.10.20 11:03
1457
საბავშვო სტუდია „ბასტი ბუბუს“ დამფუძნებელი თამრიკო სხვიტარიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც პანდემიის გავლენით სტუდიის მძიმე დგომარეობაზე საუბრობს.

როგორ „ბასტი ბუბუს“ დამფუძნებელი აღნიშნავს, სახელმწიფოს მიერ ამოქმედებული რეგულაციების შემდეგ სტუდია სრულად გაჩერდა და ამ პერიოდში არანაირი შემოსავალი არ ჰქონია. ამ პირობებში კი სახელმწიფო ორგანიზაცია „ახალგაზრდობის სააგენტო“ მათ პანდემიის დროს დაგროვებული ქირის გადასახადს სთხოვს.

BM.GE, სტუდიის დამფუძნებლის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„კორონავირუსმა, ყველასთან ერთად, დააზარალა ბავშვების საყვარელი – ბასტი ბუბუც!!! მეათე თვეა, ბავშვები ვერ დადიან სტუდიაში, საიდანაც „ბასტი-ბუბუს“ ძირითადი შემოსავალი აქვს. უხელფასოდ არის 60 თანამშრომელი, რომლებიც თავისი საქმის უმაღლესი კლასის სპეციალისტები არიან.

ასევე, „ბასტი ბუბუ“ ვერ იხდის იჯარის თანხას, რომელსაც 30 წლის განმავლობაში პირნათლად უხდიდა სახელმწიფო ორგანიზაცია “ახალგაზრდობის სააგენტოს”. 

ბევრი მიწერ-მოწერის, პირადი და ვირტუალური შეხვედრების შემდეგ, ახალგაზრდობის სააგენტომ, გუშინ „ბასტი ბუბუს„ მისცა ერთ კვირის ვადა, რათა დაფაროს 130 000 ლარის ოდენობის იჯარის ვალი, რომელიც კორონავირუსის გამო დაუგროვდა და რომლის გადახდის არანაირი ფინანსური საშუალება „ბასტი ბუბუს“ ამ ეტაპზე არ გააჩნია!!!

ერთი კვირის შემდეგ, კორონავირუსით დაზარალებული „ბასტი ბუბუს“ საქმე გადაეცემა სასამართლოს. ეს ის შემთხვევაა, როცა საქმის ვითარება სასაცილოც არის და სატირალიც.

P.S. ნეტავ, როგორ მოიქცევა სახელმწიფო, სასამართლო, ხალხი, რომელსაც უყვარს „ბასტი ბუბუ“ და როგორ ჩაიწერება ეს წლები „ბასტი ბუბუს“ ისტორიაში, რომელიც უკვე საქართველოს ბავშვების საყვარელი 30-წლიანი ბრენდია.

დაველოდოთ საქმის განვითარებას. ვითვალისწინებთ ხალხის დიდ ინტერესს და ამიტომ დღეიდან ამ საქმის განვითარების ყველა დეტალი საჯარო გახდება" - წერს თამრიკო სხვიტარიძე ფეისბუქში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები