მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახელმწიფო ბიზნესის სესხების გარანტორად 7 წლის განმავლობაში გამოვა

5c6a95a556745
ელენე გოგბერაშვილი
18.02.19 15:30
1662
მთავრობის მიერ დაანონსებული საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი ძალაში 1 აპრილიდან შედის, რომლის ფარგლებშიც, მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ მიღებული საბანკო კრედიტის მაქსიმუმ 70%-ის გარანტორი საკრედიტო-საგარანტიო სქემა იქნება.

პროექტს ადმინისტრირებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ გაუწევს.

როგორც სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე თორნიკე სულაბერიძე bm.ge-თან განმარტავს, სქემის ფარგლებში გარანტიები გაიცემა მხოლოდ ლარის სესხებზე, რომელთა მოცულობა 50 ათასიდან 2 მილიონ ლარამდე იქნება. ბენეფიციარმა, ჯერ ბანკს უნდა მიმართოს და მას შემდეგ, რაც ბანკი სესხს დაამტკიცებს, სააგენტომ 2 სამუშაო დღის ვადაში უნდა დაადასტუროს სესხის მიზანშეწონილობა.

რაც შეეხება მომსახურე ბანკებს, სააგენტოს ხელმძღვანელის მაოდგილე ამბობს, რომ დადგენილების გამოცემის შემდეგ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ბანკების შესარჩევად ინტერესთა გამოხატვას გამოაცხადებს.

„გავაკეთეთ ანალიზი და აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ყველზე დიდი პრობლემა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის არის უზრუნველყოფა. საშუალო სტატისტიკურად, საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესს, 220%-მდე უზრუნველყოფას სთხოვდა ბანკი და სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი, რატომ გადაწყვიტა მთავრობამ, რომ შეემუშავებინა საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი.

სახელმწიფო გარანტორად დაუდგება მცირე და საშუალო ბიზნესს მაქსიმუმ 70%-ით. რა თქმა უნდა, ბიზნესს თუ უფრო მეტი აქვს უზრუნველყოფა, შეუძლია სახელმწიფოსგან ნაკლები უზრუნველყოფა მოითხოვოს. აღნიშნული უზრუნველყოფა იქნება 7 წლის განმავლობაში“, - აცხადებს თორნიკე სულაბერიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები