მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სახელმწიფო და ბიზნეს ინტერესებს შორის ბალანსი ირღვეოდა"

5b576def3afa7
BM.GE
24.07.18 22:14
643
“რაც მოხდა შეხვედრაზე ამის დაწვრილებით ახსნა რთული იქნება",- გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის მიზეზებზე საუბრისას პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი “აქტუალურ თემაში მაკა ცინცაძესთან” ამბობს, “მას [კვირიკაშვილს] მართვა აღარ შეეძლო”.

“მართვის ის მეთოდები, რომელსაც კვირკაშვილი იყენებდა არ იყო ეფექტური. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, კვირიკაშვილი ვერ ახერხებდა გუნდურ მმართველობას, რაც აუცილებელია ზოგადად მართვაში და მითუმეტეს პატარა ქვეყანში და ჩვენი გუნდის შემთხვევაში. პარლამენტი პრაქტიკულად ჩახსნილი იყო გადაწყვეტილების პროცესში.

მთავრობაშიც მას ჰყავდა მეგობრები და ამაში ცუდი არაფერი არ არის პრინციპში, მაგრამ მთავრობაშიც ვერ ხდებოდა პრინციპული საკითხების განხილვა და შეჯერება. ძირითადად ალავიძესთან და ქუმსიშვილთან ახერხებდა როგორც ჩანდა გადაწყვეტილების შეთანხმებას და ზოგიერთი დაგვაინებული გადაწყვეტილება მყისიერად მოდიოდა, მოუმზადებლად შემოდიოდა საზოგადოებაში. გუნდის მზაობა არ შეიმჩნეოდა, მითუმეტეს პარლამენტის და ეს პრობლემა მძიმედ აისახებოდა“, - ამბობს ივანიშვილი.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილის მართვის სტილიდან გამომდინარე გუნდი დაშლის საფრთხის წინაშე იდგა, დარღვეული იყო ვერტიკალი.

“იყო შემთხვევები როდესაც ირღვეოდა ბალანსი სახელმწიფოს ინტერესებსა და ბიზნესის ინტერესებს შორის და არღვევდა ამას კვირიკაშვილი თავისი ქმედებებით. რა თქმა უნდა, ბიზნესის ლობირება აუცილებელია ყველა ჩინოვნიკისგან.

არც პრემიერს და არც მინისტრს არ უნდა დაავიწყდეს, რომ ის ვალდებულებები რაც მას აქვს გათვალსიწინებული სახელმწიფო ინტერესების დაცვა, - ეს ბალანსი არ უნდა დაირღვეს,”- განაცხადა პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ ინტერვიუს დროს.

მისივე განმარტებით, 3 საათიან შეხვედრაზე რომელსაც “ქართული ოცნების” წევრები ესწრებოდნენ ყოფილი პრემიერის მიმართ დაისვა მწვავე კითხვებიც და გიორგი კვირიკაშვილმა მისი მისამართით გამოთქმულ პრეტენზიებზე პასუხის გაცემა სცადა.

“დასასრულს კარგად ჩანდა, კარგად დაინახა მანაც და მთელმა გუნდმაც, რომ მას აღარ ჰქოდნა რესურსი მართვის, აღარ ჰქონდა არც პარალმენტში და არც მთავრობაში. და ეს იყო მისი გადადგომის მიზეზი და არა ის, რომ ერთმა კაცმა და ივანიშვილმა დაიჟინა”,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

“შედეგი კარგად ჩანდა, მანაც კარგად დაინახა და მას არ დარჩა არჩევანი. ის უნდა წასულიყო და წავიდა კიდეც”- ამბობს ყოფილი პრემიერი.

ბიძინა ივანიშვილმა ხმაურიანი შეხვედრის დეტალებზე საუბარი ამ ინტერვიუში არ ისურვა და თქვა, რომ დეტალები საზოგადოებას უფრო დააბნევდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები