მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო დაფინანსებით მომავლის ბანაკების პროგრამა წელს აღარ განხორციელდება

5f09982dac9e2
ანა ჯოხაძე
11.07.20 18:10
1204
წელს სახელმწიფო დაფინანსებით მომავლის ბანაკების პროგრამა აღარ განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაცია BM.GE-ის ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა რეზო ჩარკვიანმა დაუდასტურა. როგორც ჩარკვიანი ამბობს, მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა, რის გამოც სამზადისი ჯერ კიდევ თებერვალში შეწყდა. ჩარკვიანის თქმით, ახალგაზრდობის სააგენტოს ბანაკების პროგრამის განხორციელების კუთხით სხვა გეგმები აქვს, რაც მომავლის ბანაკის ჩანაცვლებას გულისხმობს.

“იგეგმებოდა ლიდერებისა და ტრენერების ახალგაზრდულ მუშაკებად გადამზადების მოკლევადიანი სამთვიანი კურსის გავლა. მომავალ წელს კი მათ უკვე ვალდებულება ექნებოდათ, რომ 6-9 თვიანი კურსი გაევლოთ… უშუალოდ სააგეტომ როგორც უკვე პოლიტიკის განმსაზღვრელმა უწყებამ თავად თავისი თანამშრომლებით არ უნდა გაუკეთოს მენეჯმენტი ბანაკებს, არამედ შექმნას რეგულაციები, სტრატეგია, რაზევ ვმუშაობთ და წლის ბოლოს მზად იქნება, ამის შემდეგ კი აუთსორსზე გაიტანოს ბანაკების მიმართულება და დაფინანსება”-ამბობს ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი რეზო ჩარკვიანი.

მომავლის ბანაკების პროგრამა უკვე წლებია სახელმწიფოს დაფინანსებით ხორციელდება. ბანაკების ორგანიზება 2016 წლიდან განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს ებარა, ხოლო 2019 წლის 26 აგვისტორს დადგენილებით აღნიშნული უწყების სამართალმემკვიდრე ახალგაზრდობის სააგენტო გახდა. მომავლის ბანაკები საქართველოს მასშტაბით ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე ხორციელდებოდა, მათ შორის ყველაზე ცნობილი ანაკლიისა და შაორის მომავლის ბანაკები იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები