მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო ძუძუს კიბოს ყველა სტადიის მკურნალობის ხარჯების 80%-ს დაფარავს

5be93f450eb96
ელენე გოგბერაშვილი
12.11.18 12:51
13435
2019 წლის იანვრიდან, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის, კოორდინირებული ურთიერთთანამშრომლობით, შესაძლებელი ხდება, საქართველოში სრულად იქნას მოცული ძუძუს კიბოთი დაავადებული, ყველა სტადიის პაციენტების მკურნალობა.

ჯანდაცვის სამინისტროსა და კომპანია „როშეს“ შორის მიღწეული შეთანხმებით, საქართველოს რეგიონებში , ძუძუს კიბოს მეოთხე სტადიით დაავადებული პაციენტები, სამკურნალო მედიკამენტებს პერჯეტა-ჰერცეპტინს 80%-იანი ფასდაკლებით მიიღებენ.

დაავადების სამკურნალო მედიკამენტ „ჰერცეპტინის“ ღირებულება, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის დაავადების რემისიას და სიცოცხლის ხანგრძლივობას, ერთ პაციენტზე წლიურად 72000-ზე მეტ ლარს შეადგენს.

2016 წლის თებერვლიდან, დაიწყო ერთობლივი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავდა აღნიშნული დაავადების სამკურნალო მედიკამენტ ჰერცეპტინზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი მათი, თბილისის მერიისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია „როშეს“ ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა. პროგრამაში ჩართული პაციენტები, რომლებიც დაავადებულნი არიან ძუძუს კიბოს პირველი, მეორე, მესამე სტადიით, მთელი საქართველოს მასშტაბით ძვირადღირებულ მედიკამენტებს თანადაფინანსებით იღებენ. მედიკამნეტის 80%-ს არსებული პროგრამა ფარავს, რაც წლიურად ერთ პაციენტზე 6000-მდე ლარს შეადგენს.
პროგრამის დაწყებდან დღემდე უკვე ისარგებლა 400-ზე მეტმა პაციენტმა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები