მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახელმწიფო ელექტროსისტემა: ავარია ლიკვიდირებულია, საქართველოს ელექტროენერგია მიეწოდება

5ccb15ddebc07
BM.GE
02.05.19 20:01
1147
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის - "იმერეთი 2"-ზე მომხდარი ავარიის ლიკვიდაციის შესახებ გამოაქვეყნა განცხადება.

სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანას ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება.

"დღეს, 18:11 წუთზე ავარიულად გამოირთო 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი იმერეთი, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. ამ დროისთვის, ავარია სრულად ლიკვიდირებულია და მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება,"- ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები