სენაკის რაიონის სოფელ გეჯეთში არსებული შპს „გეჯეთის თევზი“, რომლის 100%-იან წილსეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ფლობს პირობიან ელექტრონულაუქციონზე იყიდება.
აუქციონის პირობების თანახმად ობიექტზე მინიმუმ 1 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს, სადაც თევზის გადამამუშავებელი ქარხნა და სამაცივრე მეურნეობააშენება იგეგმება.
შპს "გეჯეთის თევზის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%–იანი წილის საწყისი საპრივატიზებო ფასი 52 000 ლარია, აუქციონი პირველ ივლისს დასრულდება.
2012 წელს სახელმწიფო საწარმოთა რაოდენობა 490-ს უტოლდებოდა. ოპტიმიზაციის გეგმის ეფექტურად განხორციელების, მათ შორის გარკვეული საწარმოების პრივატიზების შედეგად, სააგენტომ საწარმოების რაოდენობა 331-ით შეამცირა. ამჟამად სახელმწიფოს მართვაში 159 საწარმოა. სააგენტო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სახელმწიფო საწარმოების კერძო სექტორში გადატანის პროცესს.

























