მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მარტიდან უქმდება - კანონი დაამტკიცეს

61cdcdfac5799
BM.GE
30.12.21 19:13
385
პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ შესატან ცვლილებზე მესამე მოსმენით იმსჯელა და 81 ხმით მიიღო. პროექტის წინააღმდეგ ხმა პარლამენტის 7-მა წევრმა მისცა. 

ინსპექტორის აპარატი მომდევნო წლის პირველი მარტიდან გაუქმდება.

"კანონს ეცვლება სათაური და მისი სახელწოდება იქნება „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი. უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და იქმნება ორი სამსახური; სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. კანონის პროექტით განისაზღვრება, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სტატუსი, მისი საქმიანობის პრინციპები და უფლებამოსილებები, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის არჩევისა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის წესები, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილებათა განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

კანონით განისაზღვრა ასევე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დეპარტამენტების თანამშრომლების ახალ უწყებებში ავტომატურად დასაქმების საკითხი",- ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის ნაწილი აკრიტიკებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები