მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახელმწიფო კერძო პროფესიულ კოლეჯებს დააფინანსებს

5c9ca904c4cad
თათია ჩაფიჩაძე
28.03.19 15:00
584
სახელმწიფო კერძო პროფესიული სასწავლებლების დაფინანსებას იწყებს. პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, კერძო კოლეჯები ვაუჩერულ დაფინანსებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების მიხედვით მიიღებენ.

ბახტაძის განცხდებით ასევე დაგეგმილია პროფესიული სასწავლებლების პედაგოგების შრომის ანაზღაურების 30%-იანი ზრდა.

„სახელმწიფოს მხრიდან აქამდე ფინანსდებოდა მხოლოდ სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლები, რაც საუკეთესო პრაქტიკა არ იყო. ჩვენ ვახორციელებთ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც დაფინანსდებიან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს ისეთი პროფესიული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ახალგაზრდების მყისიერ დასაქმებას. სასიხარულოა, რომ პროფესიული განათლების საქმიანობაში ჩართული კერძო კომპანიების რაოდენობა იზრდება.

სამინისტროს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად ეს სასწავლებლები მიიღებენ ვაუჩერულ დაფინანსებას, აქედან გამომდინარე კერძო პროფესიულ სასწავლებელბში ჩარიცხული სტუდენტები, რომლებიც გამოცდებით ჩაირიცხებიან მიიღებენ დაფინანსებას.

ამასთან ერთად იგეგმება პროფესიული სასწავლებლების პედაგოგებისთვის ხელფასების ზრდა 30%-ით.

პროფესიულ განათლებას განსაკუთრებული ადგილი და როლი აქვს და დარწმუნებული ვარ, მნიშვნელოვანი ნაბიჯს გადავდგამთ იმისთვის, რომ უმუშევრობის პრობლემა მოვაგვაროთ”, - განაცხადა ბახტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები