მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო კონსერვატორია 31 მილიონი ლარის როიალებს შეიძენს

6282030801d3a
BM.GE
16.05.22 14:08
3399
ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიამ როიალების უმსხვილეს მწარმოებელთან - გერმანულ Steinway & Sons-თან მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის საერთო ღირებულებაც 31,349,339 ლარს შეადგენს.

ამ თანხით სახელმწიფო კონსერვატორია 79 ერთეულ როიალს შეიძენს. ამ როიალების ფასი 93 ათასი ევროდან 139 ათას ევრომდე მერყეობს. შესასყიდი როიალის საშუალო ფასი კი 98 ათასი ევროა.

კონტრაქტის თანახმად, ამ როიალების მოწოდება 2022-2025 წლებზეა გაწერილი.

სახელმწიფო კონსერვატორიამ კონტრაქტი შპს “აი ემ ტი სი მიუზიკ+”-თან გააფორმა, რომელიც საქართველოში Steinway & Sons-ის მომწოდებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები