მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახელმწიფო მავნებელი მწერის - აზიური ფაროსანას - წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს

58c7d7fa2df0b
სალომე მეცხვარიშვილი
14.03.17 15:43
1813
სახელმწიფო მავნებელი მწერის - აზიური ფაროსანას - წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას აპირებს. უკვე შემუშავებულია ღონისძიებათა პაკეტი, რომელიც მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის რამდენიმე ეტაპს გულისხმობს, მათ შორის გათვალისწინებულია როგოც შეწამვლის, ასევე მონიტორინგის ღონისძიებები. აზიური ფაროსანა ძირითადად სამეგრელოსა და გურიაშია გავრცელებული. როგორც სურსათის უვნებლობის სამსახურში აცხადებენ, 2016 წლის სეზონზე მწერმა თხილის პლანტაციებს განსაკუთრებულად დიდი ზიანი მიაყენა, ზარალი დაახლოებით 62 მილიონი დოლარი იყო. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ პროგრამას მთავრობა უახლოეს სხდომებზე დაამტკიცებს. მისი ამოქმედების შემდეგ მოსახლეობას შეეძლება მავნებლის დაფიქსირების შემთხვევაში ცხელ ხაზზე დარეკოს. პროგრამისთვის გამოყოფილი თანხის მოცულობა, ამ ეტაპისთვის უცნობია.

"პროგრამა ითვალისწინებს 3 მიმართულებით ღონისძიების გატარებას, ეს არის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, ეს დაგვხმარება ზუსტად დავადგინოთ თუ რომელ სოფლებშია მავნებელი. მეორე მიმართულება ეს არის მონიტორინგი, რომ გავიგოთ საქართველოს კიდევ რომელ რეგიონებშია გავრცელებული ეს მავნებელი. მესამე არის შეწამვლის ღონისძიებები, რომლებიც განხორციელდება მაის-ივნისის თვეში. დაახლოებით 1400 ჯგუფი არის გათვალისწინებული, რომლებიც განახორციელებენ უშუალო შესხურებას",- აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ზურაბ ლიპარტია.

მისივე თქმით, უფასო შეწამვლის სამუშაოები გავრცელდება იმ მოსახლეებზე, რომელთა მიწის ნაკვეთის ფართობი 5 ჰა-ს არ აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები